Monday, February 1, 2010

კარგად დაფიქრდი, ანუკა

საოცარი დღე მაქვს ორშაბათი. ჯერ ყველაფერი იმით იწყება, რომ შაბათ-კვირას ყველა სამეცადინოს და გასართობს და საქმეს ერთად ვახვავებ და მერე მიწევს, ნერვიულობისგან ფილმების ყურება და ღამეების თენება. ორშაბათს დილით 9-ზე მაქვს ლექცია, ნუ ნახევარი საათი უნივერსტეტამდე, ამას დავუმატოთ დილით თავის დაბანა და გამოვიდა 06:30 ჩემი გაღვიძების დრო (ჩემი მელოტი ან თმაგამოხშირული ნაცნობები, პირს და თავს ერთად რომ იბანენ, ნუ შემედავებიან!). ანუ, ღამე ვწვები ასე 4-სკენ და ვცდილობ დავიძინო, მერე 04:30-ზე პირველი ტრამვაის ხმას ვიგებ, მერე ვითვლი დღე-ღამის ამ მონაკვეთში რა სიხშირით დადის ეს ტრამვაი (ხანდახან ნახევარი საათია ზუსტად შუალედი), მერე ვფიქრობ დილით რა ჩავიცვა და მერე მაღვიძარა რეკავს, თუმცა ცოტა ძილსაც ვასწრებ. ნუ, მთელი რიგი რიტუალებისა და მსხვერპლთშეწირვების შემდეგ მივდივარ უნივერსტეტში და წესით უნდა მოვისმინო ჩემი უსაყვარლესი პროფესორის ლექცია კონსტიტუციონალიზმზე, რომელიც უკვე ტრადიციულად მთავრდება ყველა სიტყვაზე ჩემი კომენტარით, ყველა კითხავზე ჩემი პასუხით და საერთოდ აუტანელი ქცევით. ალბათ, ჩემი ჯგუფელები ძააააალიან ვეღარ მიტანენ უკვე მე და ჩემს კონსტიტუციას. ნუ, ეს ლექციაც რომ დამთავრდება როგორც იქნა, მერე იწყება დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი: საღამოს 7-ზე მაქვს გერმანული, მანამდე ერთ-ორი დავალება გასაგზავნი (ეს ამბავი 3-4 საათამდეა მოსაგვარებელი ნიშანი რომ არ დამაკლდეს). ლექციიდან გამოსული ასე ნახევარი საათი ვცდილობ თავს მოვერიო და სკამზე არ დავიძნო, მერე ვცდილობ კააარგად დავფიქრდე ანუკა და გადავწყვიტო სახლში წამოსვლა და საღამოს უკან დაბრუნება თუ ადგილზე დარჩენა სჯობს, მერე გადაწყვეტილება, რომ სახლში თუ მოვედი უკან წასლა დამეზარება და იქ უფრო საქმიანად ვიქნები და ამასობაში ჩემს მეგობრებს უმთავრდებათ ლექცია და მთეეეეელი დღე ილევა მერე.
ხოდა ამდენი იმიტომ ვწერე, რომ მეძინება და შევეცოდო ახლა ვინმეს!!!

3 comments:

Unknown said...

gogo 2 st ginda dilit mosamzadeblad??

fiamifero said...

მართალია ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემეცოდე :(
ეეეჰ.
არაუშავს, ყველა იმას ჩამჩიჩინებს ბოლოს მოიმკიო და დაველოდოთ,ეგება მოვიმკათ რამე 70-80 წლის ასაკში

ანუკა said...

ეეე, ჩემი კვაჭიიი, ეგ იმ კენწეროს ბაზარია, რომელიც მოუჭრიათ თურმე :)

Post a Comment