Friday, February 12, 2010

აი ასე :)))

ე.ი. რა უნდა მოვყვეეე. ამ ჩემს ძვირფას მეშტერზე (ქუჩის სახელია ასეთი საინტერესო) ერთი „საგიროშე“-ა, სადაც ხანდახან მივდივარ და გიროშს ვყიდულობ. გარდა გიროშისა, თურქული სამზარეულოს ნაირფეროვნებაც მოეპოვებათ, რაც არ გამისინჯავს, რომ არ დაგიმალოთ. ხოდა ამ „საგიროშე“-ში თურქები და მოთურქო ელემენტები მუშაობენ. 24 დეკემბერს, ვენიდან რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ აქ არაფერი მუშაობდა, სახლშიც ვერ აღმოვაჩინე საჭმელი და გიროშის ყიდვა გადავწყვიტე. წელი გაშეშებული მქონდა, თავის დაბანაც ვერ მოვახერხე, სახლის ლაგებას გადავყევი როგორც კი ჩამოვედი, ხოდა ასე, ძუნძგლიანი და წელზე შალშემოხვეული ჩავედი ქვემოთ, თან ფეხსაცმელმა ფეხი მატკინა ვენაში და სასტიკად ვკოჭლობდი. ახალი გაყიდველი დამხვდა. რომ დამინახა და გაშეშდა, კი ვიფიქრე, იქნებ ასე საზიზღრად სახლიდან გამოსვლა არ ღირდათქო, მაგრამ რაღას ვიზამდი... კი დაიწყო იმან გიროშის დამზადება, მაგრამ ცომი სამჯერ დაეწვა, მერე რაღაცეები აერია, გადამრია, თან ინგლისურის გარდა ყველაფერს მიმსგავსებული მეტყველებით ცდილობდა გამოეკითხა, ვინ ვიყავი, სად ვცხოვრობდი, რა მინდოდა, იეზიდი ვარო ამაყად მითხრა და ქართველი იეზიდები ჩემი ძმები არიანო!!! აი ასე. სანამ გიროშს მომცემდა (15 წუთი მოანდომა სამწუთიან საქმეს), ეცადა გარეკვია ბოიფრენდი მყავდა თუ არა და უკვე ისე შევეჭვდი რომ შემდეგი შეკითხვა „ამ საღამოს რას აკეთებ“ იქნებოდა, ვუთხარი მყავსთქო :))) ხოდა ასე. მას მერე დღეს მომინდა კიდევ გიროში და კიდევ ამ უბედურს გადავაწყდი. რო დაიწყო დაწესებულების დაზარალება ნახევარი შიგთავსისი ძირს დაყრით და ჩემო ვინაობის გამოკითხვით, ასაკოვანი მეგობარი მიეშველა და სასწრაფოდ დამიმზადა გიროში.
ხოდა ასე, დიდი წარმატებით ვსარგებლობ ზანგებში, მექსიკელებში (გერმანიაში მთელი 10 დღე მაბავდა 165 სმ. სიმაღლის სახეზე გონებრივად ჩამორჩენილის გამომეტყველებააღბეჭდილი მექსიკელი, ჩემს შეყვარებულს ისე ჰგავხარ, ის ხო არ ხარო :))) და ახალ უკვე იეზიდებშიც :))))

2 comments:

Katiée.Ge said...

:D
თურქებშიც სცადე ბედი, ერთი ”დონერი” იყიდე და ახალი პსოტის თემა გექნება :D
ბრუსელში ქართველები ეგრევე გამოგვარჩიეს (დავაკონკრეტებდი - გავაგანიერი ქართველები :D) ჰოდა ისეთი ოვაციებით შეგვამკეს, მეშინოდა, არ მოვიტნენ და არ გვიჩქმიტონთქო :D
მერე სტრასბურგში ძლივს მოვიშორეთ კიდევ, ჯორჯია არ ვიცით რომელიაო და გიურჯისტანზე ეგრევე აენთოთ თვალები, არადა გიურჯისტანში კი არა თურქეთშიც არ იყვნენ არასდროს ნამყოფი :D

ანუკა said...

:D:D:D:D:D

Post a Comment