Friday, February 19, 2010

ვეძებ სპონსორს


დეიდებოოო, ბიძიებოოო, შენი ლამაზი თვლაების ჭირიმე კეთილი ბიძია, დამეხმარეეეე, ათასი სიტყვა მაჩუქეთ ვინმემ რა, სულ რაღაც ათასი, ოღონდ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულად რომ ჩავაკვეტო თემაში. არ მოითხოვება ჭკვიანური აზრები და აღმოჩენები და სამეცნიერო წვლილი კონკრეტულ დარგში, უბრალოდ ათასი ცენზურაგამოვლილი, აკადემიური სიტყვა მინდა :(((((
იმისათვის, რომ ვინმემ არ იფიქროს ჩემზე უსაქმურიაო, დავსძენ, რომ დანარჩენი 1500 ჩემით დავწერე. მართალია, პირველი 500 სიტვის შემდეგ მივედ-მოვედები და ვიყენებ ამ უნივერსტეტში შესაშურად განვითარებულ უნარს - ერთი და იგივე აზრი მინიმუმ ათი შესაძლო ფორმით გამოვხატო, მაგრამ, მაინც ხომ დავწერეეეეე???? ხოდა, ამაღამვე მჭირდება და დამეხმარეთ ვინმე გულისხმიერი რაააა.
დახმარების მსურველები გამომეხმაურეთ და დახმარება გადმომირიცხეთ საბანკო ანგარიშზე: ana_kapanadze@yahoo.com
ანუკას მომაკვდავ (ჯერ სრულიად ნორჩ)თეზისს თქვენი გულისხმიერების იმედი აქვს :)))

2 comments:

fiamifero said...

მე რომ ლარი გადმოვრიცხო შეიძლება?
არ მაქვს 1000 სიტყვის საშუალება და....

ანუკა said...

ყველაფერს ფულით ხომ ვერ იყიდი :)))))
უფ, დავწერე უკვე

Post a Comment