Monday, February 15, 2010

ჩემი გრინჩი


ბავშვობის ოცნება ამისრულდა დღეს!!!!

მაგარი განაცხადია, ჩაისუნთქე... მოემზადე.... სამამდე დათვალე...

ითვლი?

ერთი...

ორი...(ნუ ცდილობ წინასწარ წაიკითხო!)

სა...

შაიოს ლექციაზე ვიყავი და მის კურსს ვიღებ აუდიტისთვის :)))))))

მაპატიეთ რა, ვისაც იმედები გაუცრუა ჩემმა ოცნებებმა. სხვები ჯერ არ ამსრულებია, თორე მარტო შაიოზე კი არ ვოცნებობდი ბავშვობაში :)))))

ხოდა ასე. როგორც იქნა ვნახე ეს კაცი და თავიდან კი დიდად ვინანე, ისე მონოტონური მომეჩვენა. პირველ მერხზე რომ არ ვმჯდარიყავი, აუცილებლად დამეძინებოდა (თან არ მიძინია წუხელ და..) ხოდა, მერე უცებ რაღაც მომენტში, რომ გაიცინა ბოროტად და ზუუუუუუუუუსტად გრინჩს რომ დაემსგავსა, სასწრაფოდ გამოვფხიზლდი და პირდაფჩენილი ვუსმენდი :)))))

ნუ, ერთი ლექცია საკმარისი არაა შთაბეჭდილებებისთვის, თუმცა...მაინც ვთვლი რომ ასეთ ადამიანებს უბრალოდ უნდა უსმინო, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ლექცია საინტერესოა თუ არა (ასეთი, დაბრიყვებული მასის ფსიქოლოგია მაქვს მე!!!).

ხოდა ასე იყო შაიო და ... ცხოვრებაში არ მქონია კონკრეტული მიზანი, ნუ ვთქვათ დილით აუზზე წასვლას ან სახლის გზაზე მაღაზიაში შესვლას თუ არჩავთვლით (ასეთ მიზნებს ყოველგვარი გადახვევის გარეშე ვასრულებ პირნათლად და მიზანმიმართული ხარო კი მეძახიან), ხოდა დღეს დავფიქრდი, რომ არის რამდენიმე რაღაც, რაც აუცილებლად მინდა რომ განვახორციელო ცხოვრების მანძილზე (კარიერული თვალსაზრისით იგულისხმება და ხელშესახები რაღცეები კიდე):

1. შპაიერში წავიდე

2. საკონსტიტუციო სასამართლოში ვიმუშაო

3. მუნიციპალური სამართლის სფეროში ვიმუშაო

4. ევროსასამართლოში ვიმუშაო

ნუ, ვიცი რომ ნეტარ არიან მორწმუნენი, მაგრამ მინდა და რა ვქნა!

:)))

პრინციპში, კარგად თუ ჩავუკვირდები, ყველა განხორციელებადია, არა?!
P.S. სწორი შენიშვნა იყო ამხანაგის, ლექციები მინდა წავიკითხო და გამომრჩა ეგ პუნქტი :)

4 comments:

fiamifero said...

რამე ადამიანური რომ მიაწერო მეხუთე ნომრად მაინც არა??

ჰოდა ბავშვობის ოცნებას რაც შეეხება, გულზე ხელი დაიდე და თქვი რამდენი წლის ასაკში ეძახი საკუთარ თავს ბავშვს : )))))

ანუკა said...

კარიერულ ასპარეზზეთქო და... რა უნდა მინდოდეს ადამიანური?? უი, ხო, ლექციების წაკითხვა რო მინდა ეგ დამავიწყდა!
ხოდა, მეორე პუნქტს რაც შეეხება, მე ახლაც ბავშვი ვარ და ნუ გშურს

fiamifero said...

რა უნდა მშურდეს, შენზე უმცროსი მაინც არ ვიყო რამდენიმე თვით : )))))

და შპაიერში რა ხდება?? ფლავს ხომ არ არიგებენ უფასოდ? :spy:

ანუკა said...

კვაჭი, რამდენჯერ გითხრა, მთავარია შინაგანი ასაკი და ნაოჭები :))))
შპაიერში კიდე... რა ვიცი, ადმინისტრაციული სამართალი თუ ფლავია.... თან უფასოც არაა, კაი ძვირი ღირს

Post a Comment