Thursday, February 11, 2010

თუ გავიღვიძებდი


ავდგებოდი და ბეეეეეეურ ყვითელ საღებავს შევასხურებდი კედელს, ლაქასავით რო გადადღაბნილიყო და მზესავით ებრიალა... კიდევ, ავდგებოდი და თეეეთრ, ფაფუკ თოვლში ჩავეფლობოდი..ავდგებოდი და ჯადოსნურ ზღაპრებს წავიკითხავდი, დაუსრულებლად...საინფორმაციო გამოშვებებს გავაუქმებდი, ტელეფონს გადავაგდებდი და მდინარის პირას დავჯდებოდი...საფიქრალად. ვარდებს დავაჭკნობდი და მინდვრის ყვავილების მინდორი გამახსენდებოდა...ავდგებოდი და ცუდ ამინდში სახლიდან არ გავიდოდი, ფანჯრიდან მოვუსმენდი წვიმას და სიჩუმეს....ავდგებოდი და ჯადოსნური სარკე მექნებოდა „სარკევ, სარკევ, მითხარი...“

თუ გავიღვიძებ ხვალ, ავდგები და... სუპერმარკეტში წავალ, კვირის მარაგი მაქვს შესავსები: მაკარონი, ყველი, იოგურტი, ხილი... რამე არ გამომრჩეს...

2 comments:

Unknown said...

ჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ. მე ადგომაზე კი ვეღარ ვფიქრობ. მარტო როდის დავწვები ის მადარდებს :)

ანუკა said...

მაგაზე ხვალ დავწერ ალბათ, ჭოტივით ვზივარ მეც :))) თან რო არც ვკითხულობ შენ ის თქვი :))))

Post a Comment