აღმოვაჩინე, რომ ოთახში განათება არ მომწონს. ძირითადად სულ ასეა, ჯერ არ მახსოვს განათება მომწონებოდეს, ან ზედმეტად ნათელია და თვალებს მტკენს, ან „თვალებში მაწვება“ ან მაძინებს ან მამკვდარებს ან რა ვიცი კიდე რა ან, მაგრამ სულ რაღაცას რომ ვიგონებ ფაქტია. ახლაც ასეა, რაღაცა ძალიან ჩაყვითლდა ჩემი ოთახი და ჩაიხუთა და ყელში მიჭერს ეს სიყვითლე და უჰაერობა. უაზროდ ბევრი დრო მაქვს და უაზროდ ვფლანგავ ამ დროს. ხანდახან მგონია, რომ ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, ხოდა ხანდახან არ მომწონს ეს ხანდახან.
დღეს რამე მხიარულის დაწერა მინდოდა, მაგრამ ეს ყვითელი შუქი ჩამიდგა თვალებში და ყვითელია დღეს სამყარო, რაღაცა უაზროდ ყვითელი...
4 comments:
eg ganateba iyo mec rom mklavda zustad, magram shen ra gichirs, dormis tetr kedlebshi mainc ar cxovrob :)))
lado ara, salome var :D
შენ არ გელაპარაკები!
სალი, ლადო ვინაა გეხვეწები, მამაშენს ბლოგი აქვს? : ))))
თუ შენს ფსევდონიმად აირჩიე
Post a Comment